ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, ორი კვირაა მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, ორი კვირაა მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება, უამინდობის გამო განვითარებულმა მეწყერმა გამოიწვია. როგორც სოფლის მკვიდრი „აიპრესთან „ აცხადებს, დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრმა უშედეგოდ.

„ჯერ მთელი წელიწადი არ მოგვეწოდებოდა სასმელი წყალი.მილები იყო დაზიანებული.სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი თანხით დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, დასრულდა დახლოებით აგვისტოს დასაწყისში, თუმცა, ზუსტად ორი თვის თავზე დავრჩით უწყლოდ.წვიმის დროს დაიმეწყრა ის ადგილი სადაც გადის სასმელი წყლის მაგისტრალი და გასკდა მილები. სოფლის რწმუნებული ცდილობდა კუსტარულად აღედინათ მილი, რაც თავიდანვე იცოდნენ შეუძლებელი იყო, მაგრამ ხალხის გასაჩუმებლად, ვითომ საქმეში ითვლიდნენ ე.წ ,,ხამუტის” დადებას, რაც წუთობრივად ჩერდებოდა და ისევ სკდებოდა. ვართ ასე მაღალმთიან სოფელში ისევ უწყლოდ, ურთულეს რელიეფურ განლაგებაზე და ყოველ დილით ვისმენთ ახალ ზღაპარს, როგორ აღდგება სასმელი წყლის მაგისტრალი“_ განაცხადა საჭამიასერის მკვიდრმა თამუნა ხუნდაძემ.

ჩოხატაურის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ იცნობენ არსებულ პრობლემას და უახლოეს დღეეში მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად