საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

 საახალწლო აქტივობები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივი ანსამბლების შემდეგ, მსმენელის წინაშე მოწვეული სტუმრები წარდგნენ. 
ღონისძიებებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.