ჩოხატაურის ადმინისტრაციული შენობის წინ, სოფელ სურების მოსახლეობა გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს 14:00 საათზე ზემო სურებში „ბარამიძე ჰესის” პროექტის ონლაინ სკოპინგის განხილვა უნდა შედგეს. შეკრებილები ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ჰესების მშენებლობისთვის მათი მიწის ფართობების „სუფსა ენერჯისათვის” 49 წლის ვადით გადაცემას. მათივე მტკიცებით, სუფსისი ხეობა საფრთხეშია და დახმარებას ითხოვენ.

„ვაპროტესტებთ, არ დამახინჯდეს ჩვენი სურების ხეობა, არ მოექცეს მდინარე სუფსა მილებში და ნაცვლად ჰესების მშენებლობისა აქ განვითარდეს ტურიზმი.როგორც ჩვენთვის ცნობილია დღეს გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 14:00 საათზე ჩაატაროს ჰესის პროექტის ონლაინ სკოპინგი. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები თითქოსდა მოიხსნა, მაინც ატარებს ონლაინ. ამ სკოპინგის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ხეობაში ვინც ვცხოვრობთ იქ არ არის წვდომა ინტერნეტთან, ამიტომ რა ვქნათ ჩვენ . ჩაერთვებიან მხოლოდ მათი მომხრეები. ამ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბევრნი ვართ და უფრო მეტნი ვიქნებით. ამას არ დავუშვებთ. გურული ხალხი საერთოდ ბრძენი ხალხია და სადაც საჭირო იქნება იქ ჩავატარებთ აქციებს“, – განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ტრაპაიძემ.
აქციის მონაწილეები სურებისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...