ჩოგოვაძე: წელს გვექნება ევროკავშირის 34 მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 4 საჰაერო ხომალდი

ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აღნიშნავს. მისი თქმით, ავიაკომპანია „ვიზეართან“ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება 12 ახალი მიმართულების დაწყების შესახებ.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ავიაკომპანია ვიზეარის 12 ახალი მიმართულებების დაწყებას: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ (ფინეთი). ასევე ვზრდით სიხშირეებს შემდეგი მიმართულებებით: რომი, მილანი, პრაღა, ათენი, ლარნაკა.

• 2019 წელს გვექნება 34 ევროკავშირის მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 4 საჰაერო ხომალდი!

• 2020 წელს გვექნება 40 ევროკავშირის მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 5 საჰაერო ხომალდი!“, – წერს ჩოგოვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...