ჩოგბურთელი, რომელმაც რომში  ჩოგანი და სკამი დაამტვრია, დისკვალიფიცირებულია (ვიდეო)

იტალიაში მიმდინარე ATP Masters 1000 Rome-ზე ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა (N35) ოცდამეთორმეტედფინალში მასზე ბევრად წინ მყოფ რუს მედვედევს სძლია და მეთექვსმეტედფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდის (N76) ძლევა, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა მოხდა ისე, რომ ნორვეგიელმა პირველი სეტი მოიგო, მეორე ტაი ბრეიკით დათმო და მესამეში 2:1 დაწინაურდა.

თამაშის მსვლელობით უკმაყოფილო კირგიოსმა მაყურებლისადმი და მეტოქისადმი უპატივცემულობა გამოიჩინა და ჩოგანი დაახეთქა ძირს, რასაც მსაჯისგან გაფრთხილება მოჰყვა. ამას კირგიოსს სულ დააკარგვინა თავშეკავება და ჩოგანი რამდენჯერმე და სკამიც მოისროლა.

საბოლოდ მსაჯმა თამაში შეწყვიტა და კირგიოსს ტექნიკური დამარცხება ჩაუთვალას, რაც იმას ნიშნავს, რომ კირგიოსი ვერ მიიღებს ვერც გამომუშავებულ საპიზო თანხას, ვერც სარეიტინგო ქულებს და ჩოგბურთელზე გაწეული ხარჯებიც, დახვედრა-დაბინავებაზე გაღებული, მისი ასანაზღაურებელი იქნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...