ჩოჩორი აუქციონზე 633,50 ლარად გაიყიდა (ფოტორეპორტაჟი)

თბილისში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ჩოჩორი 633.5 ლარად გაიყიდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ჩოჩორი ელექტრონულ აუქციონზე 633,50 ლარად გაიყიდა.

29 ოქტომბერს გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე საწყისი ფასი 70 ლარი იყო.

როგორც ცხოველის მახასიათებლებში იყო მითითებული, ჩოჩორი ხუთი-ექვსი თვისაა, წითური ფერის.

მყიდველის ვინაობა უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად