ჩხოროწყუში ავარიაში მომხდარი დაშავებულის გადასაყვანად მისული სასწრაფოც ავარიაში მოჰყვა

ჩხოროწყუში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ მუხურში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ადგილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გამოიძახეს სასწრაფოს მანქანა, რომელსაც დაშავებული გადაჰყავდა ზუგდიდის საავადმყოფოში. მას სოფელ ხაბუმესთან შეეჯახა ნისანის მარკის ავტომობილი, რის შედეგადაც დაშავდა სასწრაფო სამედიცინო პერსონალი, სამი ადამიანი და კიდევ უფრო მეტად დამძიმდა დაშავებულის მდგომარეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად