ჩხოროწყუში 6 წელში 7 საბავშვო ბაღი აშენდა და 12-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ჩხოროწყუში 2012 წლიდან დღემდე 7 საბავშვო ბაღის აშენდა, ხოლო 12 სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ “აიპრესის” მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ამასთან, მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ბაღები აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. ცნობისთვის, 7 ბაღის აშენებისთვის 1 762 829 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად