ჩხოროწყუს პოლიციის ინსპექტორი სიმამრთან ერთად იმ დროს დაკავეს, როცა უაქციზო სიგარეტს მანქანაში აწყობდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ჩხოროწყუს პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორი სიმამართან ერთად იმ დროს დაკავეს, როცა უაქციზო სიგარეტს მანქანაში აწყობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, თუმცა სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად