ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, წუხელ გვიან ღამით ქურდობის სამი ფაქტი დაფიქსირდა

ორი ქალაქის ცენტრში, ერთი კი ქვედა ჩხოროწყუში. ჩხოროწყუს ცენტრში, მშვიდობის ქუჩა 7-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნოდარ ცირდავას თქმით, წუხელ დაახლოებით სამ საათზე მისი მაღაზიის კარები გატეხეს და სალაროდან წაიღეს 350-400 ლარის ოდენობით ხურდა ფული.

მისივე თქმით, გამთენიისას ასევე გაიქურდა ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე აფთიაქი, საიდანაც წაღებულია 250 ლარი და ქვედა ჩხოროწყუში მდებარე ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით იგივე თანხა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად