ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც ქვედა კიდურები დაუზიანდა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კატასტრობის ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “იპრესს” შსს-ში განუცხადეს,მომხდარ ფატქზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად