ჩხენკელი: ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე

ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებას.

პირველ რიგში მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო მასშტაბის უნივერსიტეტის დაფუძნების იდეისთვის და მისი ხედვისთვის, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს გააჟღერა, ცხადია წინა ხელისუფლების დროს ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, დღეს კი ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიო მნიშვნელობის უნივერისტეტის დაფუძნებას.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის დაფუძნების და განვითარების სულის ჩამდგმელები, შემქმნელები ამ იდეის, ამ პროექტის ყველა ეტაპზე და ყველა მიმართულებით და შედეგად საქართველოში ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი, ეს არის უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.

უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად უნიკალური და ორიოდე სიტყვით გეტყვით რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა, უნივერსიტეტის დაფუძნების დღიდან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან, „მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან“ და სწორედ ამ თანამშრომლობის ბაზაზე შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩვენი სტუდენტები ისწავლიან ანალოგიური პროგრამებით, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ გერმანიაში, როგორც გითხარით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გაისად 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება.

ძალიან გვიხარია, რომ 2020 წლის სექტემბერში უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც განსაზღვრავს ძალიან მაღალ აკადემიურ ხარისხს გახლავთ ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

როგორც გერმანიიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან და იაპონიიდან. ყოველივე ეს არის გარანტია იმის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე. ერთი ძალიან საინტერესო მოდელი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გახლავთ ის, რომ უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ მეთოდის გამოყენებით.

ონლაინ მეთოდი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერისტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერები, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომო. ჩვენ ბევრ მათგანს უკვე შევხვდით და მათ უკვე გამოთქვეს მზაობა და სურვილი ,რომ ითანამშრომლონ და ლექციები წაიკითხონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ასევე მინდა აღვნიშნო უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი ,რომ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც პაციენტების მკურნალობასთან ერთად ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევას მედიცინის ,სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად არის დაფინანსებული “ქართუ ფონდის” მიერ. ადრონული თერაპიის ცენტრი ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს მსოფლიოში წამყვან ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან “აიბიეისთან”,რომელიც ცნობილია ციკლოტრონების წარმოებით და ასევე კვლევის მიმართულებით გერმანიის იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან და ასევე პლუს სხვა წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად