ჩხენკელი: ქსუ-ში ადრონული თერაპიის ცენტრში იქნება სიმსივნის მკურნალობა

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისციტრმა მიხეილ ჩხენკელმა მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ- მინისტრს და ჩვენს გუნდს ნდობისთვის, როგროც მოგეხსენებათ განათლება არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტი, ასევე აუცილებლად უნდა გამოვყო კულტურა სპორტი, როგროც უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებები რომლებსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მე როგორც მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული განათლების მიმდინარე, კომპლექსური რეფორმის შექმნაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში და შესაბამისად განათლების კომპლექსური რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება უფრო სწრაფი და ეფექტური ტემპებით. ეს რეფორმა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი განათლების სისტემისთვის , ყურადღება მიექცევა აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, მე ერთ საკითხს განსაკუთრებით გჰამოვყოფდი, ეს გახლავთ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, ასევე სკოლებში პერსონალისთვის ხელფასების ზრდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდის პროცესი გაგრძელდება. აქვე მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო რომ ძალიან მნიშვნელოვანია იგივე მოხდეს უნივერსიტეტების პროფესორებისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და გაკეთდება. მინდა ასევე გითხრათ რომ სკოლების მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლების ავტონომიის ზრდას და ამ მიმართულებითაც იქნება სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. პროფესიული განათლება ასევე გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება, რადგანაც პირდაპირ დაკავშირებულია დასაქმებასთან, შესაბამისად ახალი იდეები და ახალი მიმართულებები იქნება განსაზღვრული იმისათვის რომ პროფესიული სწავლების კიდევ უფრო პოპულარიზაცია მოხდეს, რომ ყველამ ძალაინ კარგად გაიგოს მისი მნიშვნელობა, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული განათლებასთან ეს საკითხი. ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებითაც, განათლების მიმართულებითაც, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებით რეფორმებს.

მინდა განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო ორი მეგაპროექტი, როემლიც მიმდინარეობს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაშირეს გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ფაქტია, რომ გაისად, 2020 წლის სექტემბერში ქსუ მიიღებს პირველ სტუდენტებს და დაიწყება აკადემიური ცხოვრება.

ასევე, მეორე მეგაპროეტი ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტში. ადრონული თერაპიის ცენტრში იქნება სიმსივნის მკურნალობა და ასევე ძალინ სერიოზული კვლევითი პროცესი მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით.

ეს უზარმაზარი პროექტებია და ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედება ამ საშვილიშვილო პროეტქებში. ეს გახლავბთ უდიდესი საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად