ჩხენკელი: Fulbright-ის პროგრამა რეგიონულ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს

მიხეილ ჩხენკელმა Fulbright-ის პროგრამის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლების მინისტრმა განმარტა, რომ პროგრამა რეგიონულ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„დღეს მოვაწერეთ ხელი Fulbright-ის პროგრამის გაფართოების ინიციატივას. Fulbright-ი არის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტიპენდია და ეს პროგრამა უკვე მრავალი წელია წარმატებით მიმდინარეობს. და დღეს ამ პროგრამას დაემატა ახალი განზომილება, რომლის არსი მდგომარეობას იმაში, რომ ჩვენს რეგიონულ უნივერსიტეტებში გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად საგანმანათლებლო სფეროსთვის და ზოგადად უმაღლესი განათლების ინტერნაციონაიზაციის მიმართულებით არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განმარტა მინისტრმა.

Fulbright-ის პროგრამის გაფართოების შესახებ 19 მაისს გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად