ჩხენკელი: ჩვენი უძველესი და უმდიდრესი კულტურა საქართველოს უმთავრესი საგანძურია, სწორედ იგი გვიმაგრებს ზურგს ევროპულ ერთა დიდ ოჯახში დასაბრუნებლად

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა

„ჩვენი უძველესი და უმდიდრესი კულტურა საქართველოს უმთავრესი საგანძურია. სწორედ იგი გვიმაგრებს ზურგს ევროპულ ერთა დიდ ოჯახში დასაბრუნებლად. ამიტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე, შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
სახელოვნებო დარგების განვითარების 300-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორც რეგიონული ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
დაიწყო სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის ორგანიზაციების სახელფასო ფონდის ზრდის პირველი ეტაპი.
ხელი შევუწყვეთ 60-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსს/ფესტივალს, 40-მდე გამოფენას, 57-მა ახალგაზრდა ხელოვანმა მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ სხვადასხვა კონკურს-ფესტივალში და ღონისძიებაში.
წელს პირველად განხორციელდა ხუთი სახელმწიფო ორკესტრის ახალი ინსტრუმენტებით აღჭურვის პროგრამა.
სულ ორკესტრებისათვის 1 800 000 ლარი დაიხარჯა; რეგიონებში ჯამში გაიხსნა 28 სალოტბარო სკოლა.
გრძელდება რუსეთის ფილმსაცავიდან ქართული კინომემკვიდრეობის ჩამოტანისა და რესტავრაციის პროცესი;
წელს ქართული კულტურა წარდგენილი იყო ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც არის: „ბერლინალე“ , „კანის საერთაშორისო ფესტივალი“, ვენეციის ბიენალე, პრაღის „კვადრიენალე“, „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა“.

2019 წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა! ქვეყნის სახელით, ევროპული უწყების წევრობის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭა.
2019 წელს ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის”, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა. აღნიშნული პროექტი 2014-2018 წლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და ფონდი “ქართუს” დაფინანსებით.

კიდევ ერთი წარმატების შესახებ – ხელოვნების სასახლე ევროპის მუზეუმების ფორუმის „ევროპის საუკეთესო მუზეუმის“ (EMYA) პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა.
წელს, ხელოვნების სასახლე ევროპის მუზეუმების ფორუმის  „ევროპის საუკეთესო მუზეუმის“ (EMYA) პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა.“

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად