ჩხეიძე: ჟურნალისტები შეიძლება ცალკე კასტაა, მაგრამ არა უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებების ერთგული მატარებელი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე “აიპრესის” მიერ, მისსავე გაკეთებულ განცხადებას აზიარებს და განმარტებას აკეთებს.

“Mpress-მა ინფორმაცია გააზიარა და კომენტარი დაურთო: ჟურნალუსტებზე:(-ო.

დიახ, ჟურნალისტებზე.

ჟურნალისტები ცალკე კასტა შეიძლება არის, მაგრამ არა უმაღლესი ზნეობრივი ღირებულებების ერთგული მატარებელი.

იქაც, როგორც ყველგან სხვაგან, მოინახებიან ზედმეტად ამბიციური ან ავადგანწყობილი ადამიანები, რომელთა გააქტიურება და გამოყენება შესაძლებელი ხდება შესაბამისი მიზნებისთვის.

ძალიან ნუ გაიკვირვებთ და ნუ შეეცდებით საპირისპიროს მტკიცებას.

რეალიბა რეალობაა, შესაძლოა დიდად სამწუხაროც, მაგრამ მის შეცვლას ტყუილუბრალოდ ნურავინ შეეცდება, თუნდ კოლეგიალობის ნიღბით:) ” – წერს ნატო ჩხეიძე.

 

ცნობისთვის, “იბერიას” ყოფილი ჟურნალისტის თამარ ურიშაძის სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს, გუშინ ასე უაპასუხა ნატო ჩხეიძემ: “იბერიის” ჟურნალისტებმა სუს-ის მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად