ჩხეიძე წულუკიანს: თუ მიკროფონიდან არ მოგილოცავთ დაბადების დღეს ალბათ, არ მიწყენთ

მის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს დაბადების დღე მიულოცეს.

„დაბადების დღის მილოცვა ჯერ კიდევ მეოთხე მოწვევის პარლამენტის დროს, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ წამოწია წინ და მას შემდეგ ეს კანონად კი არ ქცეულა, მაგრამ მუდმივად ხდება ხოლმე ასეთი რამ. როდესაც დეპუტატებს და მაღალი რანგის მოხელეებს ულოცავენ დაბადების დღეს ასე საჯაროდ, მე პირადად მაინცდამაინც ვერ ვეთანხმები. დეპუტატების თუ მაღალი რანგის მოხელეების ასე საჯარო მილოცვები დაბადების დღისა, იმ დროს როდესაც ჩვენ გვიყურებს ის საზოგადოება, რომელთა გარკვეული ნაწილი თავის დაბადების დღეს წყევლის კიდეც, ვფიქრობ, გარკვეულწილად უხერხული უნდა იყოს ეს. ასე რომ, ქალბატონო თეა, თუ მიკროფონიდან არ მოგილოცავთ დაბადების დღეს ალბათ არ მიწყენთ“. – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.


ცნობისათვის: სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა.

კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების: “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრები არ დასწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად