ჩხეიძე: თოლორდავას შსს-ში ჰკითხეს, ოქუაშვილმა თვითმკვლელობის მცდელობამდე ხომ არ მიგიყვანა?

“ჩემი რწმენით ეს იყო “ომეგა ჯგუფის” მოწმეებზე რეპრესიების დაწყება”, – ასე ეხმაურება “ომეგა ჯგუფის” მეპატრონის ზაზა ოქუაშვილის მეუღლე დეპუტატი ნატო ჩხეიძე “ომეგა ჯგუფის” თანამშრომლის დავით თოლორდავას შსს-ში გამოკითხვას გადაცემა “რეაქციაში”.

“ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაინახა, რომ დავით თოლორდავა გამოიყვანეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა. ჩასვეს თოლორდავას მანქანაში და წამოვიდნენ აღმეშენებელზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. იქ ვინც ვიყავით ყველანი უკან გამოვყევით და მოვედით აქ.

გარკვეული ხნის შემდეგ გამოვიდა თოლორდავა და გვითხრა, რომ საქმე უკავშირდებოდა 2015 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. როგორც თვითონ ყვებოდა იარაღი დავარდა მაგიდაზე და მაშინ ძლივს გადარჩა, რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. დაიბარეს პოლიციაში და როგორც მაშინევ თქვა, ის იარაღიც დაუბრუნეს და საქმეც დახურული იყო.

ახლა როცა გადმოიყვანეს ჯერ თაბუკაშვილის პოლიციაში ასუვეს კითხვები და მერე აღმაშენებელზე. ერთ-ერთი შეკითხვა უკავშირდებოდა იმას, რომ მაშინ როდესაც შენ იარაღი გაგივარდა ეს ხომ არ იყო თვითმკვლელობის მცდელობა და აქამდე ხომ არ მიგიყვანა ზაზა ოქუაშვილმა. ეს განცხადება არ თქვა კამერებთან, მაგრამ მერე მიკროფონების იქით თქვა ეს”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად