ჩხარტიშვილი: ზეწოლას გავაგრძელებთ, რადგან აფერისტმა ივანიშვილმა არ იფიქროს, რომ მორიგი ტრიუკი გაუვა

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ახლა მოვდივარ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრიდან, რომელიც ჩვენი პარტიის “ლეიბორისტების” ოფისში იმართება და რეალობა არის ასეთი, რომ სანამ არ იქნება გერმანულ მოდელთან მიახლოებული ქართული მოდიფიკაცია, მანამ გაგრძელდება აქცია. ჩვენ ველოდებით შემდეგ შეხვედრას ხელისუფლებასთან, მაგრამ იმისათვის, რომ ივანიშვილმა არ იფიქროს, რომ მორიგი ტრიუკი გაუვა მას, რომელიც არის საერთაშორისო დონის აფერისტი, არჩევნებისა და ფულის ქურდი, ამიტომ ბუნებრივია ზეწოლას გავაგრძელებთ.

11 დეკემბერს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ არ უნდათ საქართველოში “ნაცმოძრაობის” დაბრუნება, ასევე ადამიანებს არ უნდათ “ქოცმოძრაობის” ბატონობა, ან კიდევ ბოლშევიზმი. ამიტომ, აუცილებლად მოდით 11-ში. იმიტომ რომ 11 დეკემბერს პარლამენტში იხილავენ იმას, რომ გირგვლიანის მკვლელების შემწნარებელი მურისიძის და მისნაირი მოსამართლეების დამტკიცება უნდათ უზენაეს სასამართლოში სამუდამოდ. სამართლიანი არჩევნებისა და სასამართლოს გარეშე ქვეყანაში ვერც კეთილდღეობა იქნება ვერც და ვერცერთ სფეროში ვერ იქნებიან ადამიანები დაცული ძალადობისგან”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად