ჩხარტიშვილი: თეა წულუკიანმა ჯერ პარტია გაყიდა, მერე ქვეყანა და ახლა ივანიშვილის მონად არის ქცეული

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჯერ პარტია გაყიდა, მერე ქვეყანა და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მონად არის ქცეული – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა.

“თქვენ ბავშვთა უფლებების კონვენცია ახსენეთ და მისი აღნიშვნა წულუკიანის მხრიდან(ჩხარტიშვილი ჟურნალისტს), მართლა მონად გადაქცეული ადამიანის მხრიდან, რომელმაც პარტია გაყიდა და მერე ქვეყანა და მართლაც ივანიშვილის მონად არის ქცეული. სამარცხვინო!

ამ ქვეყანაში იგივე გაეროს მონაცემებით 76 ათასი ბავშვი შიმშილობს. არასრულფასოვანი კვებით იკვებება და ამის გამო, ხშირად იღუპება და ავადმყოფობის საგანი ხდება. ასევე, ყოველდღიურად 300 ადამიანი კვდება. ამის ფონზე, ამ აქციების ფონზე, ამ საერთაშორო ტყუილისა და გადაგდების ფონზე  დადის წულუკიანი და ბავშვთა უფლებების მზრუნველის მანტია აქვს მოცმული. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.” – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილს.

ცნობისთვის, ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა და პროტესტის ნიშნად იზოლატორთან ლობიო დაყარა.

შეგახსენებთ: ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს, საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად