ჩხარტიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ეს არის მარიონეტების კიდევ ერთი გადაადგილება რეჟისორის, ივანიშვილის მიერ

“შენების მოძრაობის” წევრი მაია ჩხარტიშვილი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი მარიონეტების გადაადგილებას ჰგავს.

„ეს არის მარიონეტების კიდევ ერთი გადაადგილება რეჟისორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის უტიფრობის ზღვარი და გააფრთებული ბრძოლა არჩევნებისთვის.

ანუ ივანიშვილი აგრესიული ბრძოლის მეთოდებს ირჩევს. ეს იქნება ძალიან მძიმე არჩევნები, რადგან ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არჩევნები ისევ რომ მოიგოს, მაგრამ ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ხვდება რაც ხდება, რომ ეს ხალხზე და სამშობლოზე ზრუნვა კი არ არის, არამედ მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილია. დღევანდელი გადაწყვეტილებაც არის ქართული საზოგადოების დაცინვა.

ივანიშვილის მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ის არის ამ ქვეყნის უფროსი და როგორც უნდა ისე აკეთებს ყველაფერს. ასე რომ ამას დროულად უნდა ბოლო მოეღოს“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...