ჩიქოვანი: შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ იმ შეზღუდვებსა და გამონაკლისებზე ისაუბრა, რომელიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.

ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილის გარდა, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიებზე სხვა დამატებითი შეზღუდვებიც არის დაწესებული.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო; ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ და ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა. ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა M2 და M3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს.

ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით.

თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა: M2 კატეგორიის (სამარშრუტო ტაქსი) ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა.

აღნიშული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე,“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად