ჩიქოვანი: “ქართული ოცნების” დამოკიდებულებაა, თხილს მოქალაქეებმა თავად მოუარონ

„თხილი სამეგრელოსთვის იგივეა, რაც კახეთისთვის ყურძენი და აჭარისთვის ციტრუსი. ამ კულტურას უნდა დაცვა და ხელშეწყობა“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა, რომ თხილს მოქალაქეებმა თავად უნდა მოუარონ. 

„წინა კვირას მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი. მივმართე სახელმწიფოს, რომ პირველ რიგში ცოდნა უზრუნველყოთ, კვლევა ჩაეტარებინათ, რადგან არ მიგვეღო ისეთი კატასტროფული შედეგები, როგორიც ჩვენ გვქონდა ამერიკულ პეპელასთან დაკავშირებით. 

პასუხი სურსათის უვნებლობის სააგენტოდან იყო მკაცრი და მკაფიო, თხილს მოქალაქეებმა თვითონ უნდა მოუარონ, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო პერიოდშიც კი ავლენს სამეგრელოს მოსახლეობის მიმართ და ვისთვისაც თხილი არის ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომ საკუთარი შვილები გაუშვას სკოლაში, ნორმალურად შეძლებს გამოზამთრებას, უბრალოდ საკვები ექნება საკუთარ ოჯახში. 

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს პრობლემა მარტივი არ არის, საზოგადოება ითხოვს შველას, შველის ნაცვლად იღებენ მარტივ პასუხს, რომ თვითონ უნდა მოუარონ ამ პრობლემას, არ უნდათ ამათი ფული, სამეგრელოში არავინ მათხოვარი არ არის, მაგრამ უნდა ცოდნა, კონკრეტული მიდგომა, თუ როგორ უზრუნველყონ ეს“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...