ჩიქოვანი: მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ეკონომიკაში არსებული ყველა სფეროს განვითარებას

ამის შესახებ საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„როგორც იცით მთავრობა ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადოთ ეკონომიკაში არსებული ყველა სფეროს განვითარებას და რა თქმა უნდა ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო დღეებში, რომელიც არის თუნდაც ის რომ გამოქვეყნდა 100 საპრივატიზაციო ქონება, რომელსაც მოჰყვა ძალიან მნიშვენლვანი გამოხმაურება და ვიმედოვნებთ რომ ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისათვის რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას რომ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოხდეს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რაც უზრუნველყოფს იმას რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მიწის ფართობები აქტიურად იყოს გამოყენებული ეკონომიკაში და შესაბამისად ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ერთ-ერთი ამდაგვარი ინიციატივათაგანი არის დღეს მიღებული გადაწყვეტილება და ის სტრატეგია, რომელიც იქნა წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროს მიერ და რომელიც შეიქმნა „იბიარდის“ აქტიური თანამონაწილეობით და ეს გულისხმობს წიაღის გამოყენების სტრატეგიას ამ სტრატეგიაში არის განსაზღვრული ის მდგომარეობა, რომელიც არის თანამედროვე მსოფლიოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გამჭვირვალე და კომერციულად მიმზიდველი გავხადოთ ეს სფერო, ერთის მხრივ და ბუნებრივი რესურსები მაქსიმალურად იყოს ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში.

ასევე ამ სტრატეგიის მიხედვით აქ საუბარი იქნება არამხოლოდ წიაღისეულის მოპოვებაზე არამედ მის გადამუშავებაზეც რაც კიდევ მეტ დამატებით ღირებულებას შექმნის ქვეყანაში და შესაბამსიად ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას” განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად