ჩიქოვანი: ხორციელდება დიდი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რაც აღიზიანებს ოპონენტებს

აჭარის მთავრობაში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ აუდიტის დასკვნას 5 საათის შემდეგ გამოეხმაურა. ყოფილი აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც ამჟამად მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობს დოკუმენტში არსებულ დასკვნებს კონკრეტულად არ უპასუხა, ოპონენტები კი მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა:

“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი არის ძალიან წარმატებული. ხორციელდება უპრეცედენტოდ დიდი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რაც ბუნებრივია აღიზიანებს ჩვენს ოპონენტებს და დაკავებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაციით. ეს მათთვის ჩვეულებრივ დღის წესრიგს წარმოადგენს.

ხსენებულთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ წარმატებული სვლა გაგრძელდება. განხორციელდება ათობით და ასობით პროექტი, რომელიც მოუტანს წარმატებას ჩვენს რეგიონს, გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას ყოფით პირობებს და აამაღლეს ტურისტულ პოტენციალს.

რაც შეეხება შეკითხვებს და იმ საკითხებს, რაც შეიძლება დაისვას ჩემი, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვაზე მაქვს კონკრეტული პასუხი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ასე რომ, ამაზე ნუ ინერვიულებენ ჩვენი ოპონენტები. ჩვენ კვლავინდებურად ვიქნებით შეუპოვარი კორუფციასთან ბრძოლაში, ეს სახელისუფლებო ხაზი გაგრძელდება და ჩვენი ოპონენტების საპირწონედ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ,” – აცხადებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა რეზო ხარაზმა საგანგებო ბრიფინგზე აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, სადაც 2016-2017 ქლებში აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ თანხების შეუსაბამო ხარჯვაზეა საუბარი. ამ პერიდში დეპღტამენტს არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...