“ჩიორა თაქთაქიშვილი ევროსაბჭოში საქართველოზე უარყოფითი ჩანაწერის დამატებას ითხოვდა”

"დღეს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იხილებოდა ევროპის ქვეყნებში უფლებადამცველთა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის პრობლემები. გაკრიტიკებული იყო რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი."- პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკატერინე ბესელია ევროსაბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას თავის სოციალურ ქსელში აჯამებს.

ჩიორა თაქთაქიშვილმა ვერ აიტანა რომ საქართველოს მიმართ არ იყო არც ერთი უარყოფითი შეფასება და დააყენა საკითხი უაროფითი ჩანაწერი დამატებოდა საქარტველოზე რეზოლუციის პროექტს. მომიხდა გახსენება როგორ აპატიმრებდნენ ადვოკატებს და როგორ ექცეოდნენ არასამთავრობოებს . მოკლედ კომიტეტმა არ გაიზიარა ჩიორას მცდელობა დაეყენებინა საქართველო რუსეთთან ერთად ნეგატიურ ჩამონათვალში. შეახსენეს რომ დღეს საქართველო რეფორმება ატარებს.

მეორე ცდაც მარცხით დასრულდა ჩიორასთვის – ისე როგორ დაასრულებდა სხდომას ბიძინა ივანიშვილი რომ არ ეხსენებინა?! არასამთავრიბოებს აშანტაჟებსო. ამის ჩაწერას ითხოვდა რეზოლუციის პროექტში… ბიძინა ივანიშვილი ახსოვთ ყველგან , რა ქნან , მაგრამ ამასობაში დაავიწყდა ყოფილი პრემიერი დღეს რომ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს. მარტივად ვიკითხე – ეს ტყუილი რომ არის რასაც ამბობს ერთია , მაგრამ მეორეს მხრივ ევროპის საბჭომ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე მსჯელობისას როგორ უნდა "მოახერხოს" ჩაწერა რეზოლუციაში რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს, ნუ გამოთქვამს კრიტიკულ მოსაზრებებსთქო?? მოკლედ დღის ანეგდოტად იქცა ჩიორას მცდელობები.

ევროპის საბჭოს კომიტეტზე არ იქნა გაზიარებული ჩიორას სურვილები, თუმცა ყველაზე ამაზრზენი არის ის თუ როგორ აყენებენ ქვეყანას შეურაცხყოფას და ლაფში სვრიან საქართველოს სახელს ეს მავნებლები", – წერს ბესელი facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად