ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა, მთვარის ბნელ მხარეზე მთვარის მანტია გამოიკვლია

მეცნიერებმა წარადგინეს იმ ნიმუშების ანალიზების შედეგები, რომლებიც ჩინურმა მთვარეზე მსვლელმა Yutu-2-მა მთვარის ბნელ მხარეზე შეაგროვა.

აპარატმა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსის ბასეინ – ეიტკენზე მდებარე კრატერზე დაჯდა, მთვარის მატერიის გამოკვლევა შეძლო.

მკვლევარების მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, აპარატმა მანტიაში პიროქსენი და ოლივინი აღმოაჩინა, რომლებიც რკინის მაღალი შემცველობის მქონე მინერალებია. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვარის ქერქი ძირითადად პლაგიოკლაზებისგან შედგება.

მეცნიერების მოსაზრებით, მეტეორიტების ცვენას, რომელიც მსხვილი კრატერების წარმოქმნას იწვევს, ქერქის გაპობა და იმის გამოწვევა შეუძლია, რომ მატერია პლანეტის ზედაპირზეც გამოჩნდება.

მთავრის 60-წლიანი შესწავლის მანძილზე, მეცნიერები მისი მანტიის დეტალურ შესწავლას ვერ ახერხებდნენ.

ჩინური კოსმოსური აპარატი Chang’e 3, მთვარეზე მსვლელ მოწყობილობა Yutu-სთან ერთად, მთვარეზე 2013 წლის დეკემბერში დაეშვა. მთვარეზე მსვლელი აპარატის წონა 100 კილოგრამია, მას 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება და 30 გრადუსის დაქანების კლდეებზე სიარული შეუძლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...