ჩინური Sinopec-ის მოგების მაჩვენებელი, ნახევარი წლის განმავლობაში 27%-ით დაეცა

ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიკატების ჩინური კორპორაცია Sinopec-ის მოგების მაჩვენებელი, ნახევარი წლის განმავლობაში 27%-ით დაეცა.

კომპანიის ანგარიშის მიხედვით, კორპორაციის სუფთა მოგება, 31,3 მილიარდი იუანი, ანუ 4,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, კლებამ 24,7% შეადგინა. კომპანიაში მოგების მაჩვენებლის კლებას ნავთოპროდუქტების ბაზარზე მაღალი კონკურენციით ხსნიან.

ანგარიშიდან აგრეთვე ჩანს, რომ Sinopec-ის შემოსავლები 2019 წლის 6 თვის მონაცემებით 15,3%-ით გაიზარდა და 1,5 ტრილიონი იუანი, ანუ 212,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვრიდან ივნისამდე, კომპანიამ 1,4%-ით ნაკლები ნავთობი მოიპოვა, ხოლო ბუნებრივი აირის მოპოვების მაჩვენებელი კი 7%-ი გაიზარდა. ნავთობის გადამუშავების მოცულობამ 123,9 მილიონი ტონა შეადგინა, ხოლო ნახშირწყალბადების საწვავის წარმოებამ 78,9 მილიონი ტონა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად