ჩინური კომპანია აცხადებს, რომ COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების ეტაპი წარმატებით დაასრულა

ჩინურმა კომპანიამ China National Biotec Group (CNBG), რომელიც ერთდროულად მუშაობს კორონავირუსის ორ ვაქცინაზე, ერთ-ერთი მათგანის ადამიანზე ტესტირების ოპტიმისტური შედეგების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რეგიონალური მედია იუწყება.

კომპანიამ აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, პეკინში არსებული განყოფილება CNBG-ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ ხელი შეუწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას ყველა, 1 120 ჯანმრთელ სუბიექტში, რომელთაც მიეწოდებათ პრეპარატი.

CNBG-მა, რომელიც ასოცირდება ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციულ ნაციონალურ ფარმაცევტულ ჯგუფთან, ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მან მიიღო უფლება ვაქცინაციის ტესტის მესამე – საბოლოო ეტაპის ჩატარების უფლება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. მაგრამ კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი ვაქცინა შემოწმდება არაბეთში.

მსოფლიოში ჯერ არცერთი ვაქცინის შემუშავების პროცესი არ მისულა მესამე ეტაპამდე: ტესტირების ამ ეტაპისთვის საჭიროა ათასობით მონაწილე, ხოლო გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც გავრცელებულია ვირუსი, ანუ ბუნებრივ გარემოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად