ჩინეთის ბანკში თათბირის დროს ჭერიდან პითონი ჩამოვარდა (ვიდეო)

ჩინეთის სამხრეთში, ვიტნამის მოსაზღვრე გუანსი-ჯუანის ავტონომიური ოლქის ადმინისრაციული ცენტრის ნანინის ბანკში დილის თათბირზე შეკრებილ თანამშროლების თვალწინ ჭერიდან ჩამოვარდნილმა პითონმა გაადინა ზღართანი.

პანიკაში ჩავარდნილმა თანამშრომლებმა გაქცევით უშველეს თავს. არანაკლებ შეშინებული 2 მეტრიანი პითონიც მალე მოეგო გონს და სწრაფად დაიმალა დივანის ქვეშ, საიდანაც ის საშველად მოსულმა სპეციალური სამსახურის თანამშრომლემა გამოიყვანეს. მათი თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ბანკში ჭერიდან პითონი ვარდება.

ვარაოდობენ, რომ პითონი სახურავზე იყო შემძვრალი და თბებოდა. იქედან კი სახურავს და ოთახს შორის არსებული ჭერის თავზე მოხვდა, ჭერმა მის სიმძიმეს ვერ გაუძლო და პითონი თათბირის მონაწილეთა შორის აღმოჩნდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად