ჩინეთში ვირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა რიცხვმა 1287 ადამიანს მიაღწია

შაბათს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე, ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის მქონე პაციენტთა რიცხვმა 1287 ადამიანს მიაღწია,-ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

დაღუპულია 41 ადამიანი, დღე-ღამეში 16 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში, შაბათს, შუადღისას, ადგილობრივი დროით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 729 ადამიანი შეადგინა. ქალაქში 39 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 38 კი უხანის მკვიდრია, სადაც დაავადება თავდაპირველად გავრცელდა.

პარალელურად,ავსტრალიასა და მალაიზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ავსტრალიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა ვიქტორიის შტატში დაფიქსირდა. როგორც SBS News-ი იუწყება, სახელმწიფო ჯანდაცვის მინისტრმა ჯენი მიკაკოსმა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ჩინეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც მელბურნში 19 იანვარს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ უხანში 2 კვირა იმყოფებოდა.

მანამდე, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა. ეს რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც “უხანის” პნევმონია ქვეყანაში ორ პაციენტს პირველად ოფიციალურად დაუდასტურდა. დაავადება პარიზსა და ბორდოში გამოვლინდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად