ჩინეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში სამოქალაქო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება Xinhua.

ავიაკატასტროფა მოხდა სიჩუანის პროვინციაში. მცირე სამოქალაქო ვერტმფრენი ჩამოვარდა აბა-ტიბეტ-ციანგის ავტონომიურ რეგიონში, ჰეიშუის მხარეში. კატასტროფა მოხდა მთიან მხარეში. ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

ექსპერტები ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად