ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 302-მდე გაიზარდა

ჩინეთის ცენტრალურ პროვინცია ჰენანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 302 -მდე გაიზარდა, 50 კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გამოაცხადა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 99 დაღუპულის შესახებ.

წყალდიდობამ 10 ათასი შენობა გაანადგურა, 22 ათასზე მეტი კი სერიოზულად დააზიანა. წყალდიდობის შედეგად პროვინციის პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 13,9 მილიარდი იუანი (დაახლოებით 2,15 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.

კომენტარები
იტვირთება...