ჩინეთში, წყალდიდობის შედეგად 30 მილიონზე მეტი მაცხოვრებელი დაზარალდა

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობებმა ჩინეთის სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ პროვინციებში 30 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, 140 ადამიანი კი დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ჰუბეის, ჰუნანის, გუანდუნის, სიჰუანის პროვინციები. ხელისუფლება იძულებული გახდა სტიქიის ზონიდან 1.7 მილიონზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია განეხორციელებინა, 600 ათასზე მეტ ადამიანს კი ჯერ კიდევ სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.

წყალდიდობამ გამოიწვია 270 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის განადგურება ან დაზიანება, 2.6 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე მოსავლი დაზიანებულია. პირდაპირი ეკონომიკური ზარალი 61,7 მილიარდ იუანზე მეტია (დაახლოებით 8,9 მილიარდი აშშ დოლარი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად