ჩინეთში გაყინული საკვების შეფუთვაზე ცოცხალი კორონავირუსი აღმოაჩინეს

პირველად ჩინეთში ცოცხალი კორონავირუსი აღმოაჩინეს გაყინული საკვების შეფუთვაზე. ლაბორატორიის გარეთ დადასტურდა, რომ COVID-19 შეიძლება შეფუთვაზე დიდხანს დარჩეს, ნათქვამია ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე.

კორონავირუსი შემოიტანეს იმპორტირებული გაყინული კოდის შეფუთვაზე. აღინიშნა, რომ ასეთ შეფუთვასთან კონტაქტის დროს ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს.

“ჩინგადაოში გაყინული საკვების შეფუთვაზე ცოცხალი კორონავირუსის გამოვლენა პირველად ადასტურებს ლაბორატორიის გარეთ, რომ ახალი კორონავირუსი შეიძლება დიდხანს არსებობდეს შეფუთვაზე სპეციალურ პირობებში”, – ნათქვამია ცენტრის ვებგვერდზე.

ამასთან, CDC-მ აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ ყოფილა კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები გაყინულ საკვებთან კონტაქტის შედეგად. სავარაუდოდ, ასეთი ინფექციის რისკი ძალიან დაბალია. ექსპერტებმა კვლავ ურჩიეს ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ გაყინულ საკვებთან, არ შეეხონ მათ დამცავი საშუალებების გარეშე. მათ ასევე შეახსენეს უსაფრთხოების ზოგადი წესები: არ შეეხოთ თქვენს პირს, ცხვირს ან თვალებს მანამ, სანამ სამუშაო ტანსაცმელს არ გაიხდით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად