ჩინეთში, ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროვინცია ჯეძიანში 39 ადამიანი დაიღუპა, 9 პირი კი დაკარგულად მიიჩნევა. შანდუნის პროვინციაში კი ტაიფუნს 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 7 დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ბოლოს „ლეკიმა“ დასუსტდა და ტროპიკული შტორმის დონემდე დავიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ზიანი მიაყენა 6 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს. სტიქიის გამო გაჩერებულია პორტ დალიანის მუშაობა. ტაიფუნის შედეგად მიყენებული ეკონომიური ზიანი კი ამ ეტაპზე 2,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...