ჩინეთში “შავი ჭირით” დაავადებული ადამიანები აღმოჩნდნენ

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ორ ადამიანს “შავი ჭირის” დიაგნოზი დაუსვეს და ისინი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გადიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადებაა, რომელსაც ასევე “შავ სიკვდილსაც” უწოდებენ.

როგორც ადგილობრივი სააგენტო Xinhua იტყობინება, “შავი ჭირით” ორი პაციენტი პეკინის ჩინეთის დედაქალაქში დაავადდა. ისინი ამჟამად პეკინში მკურნალობენ. ხელისუფლებამ პროფილაქტიკური კონტროლის ზომები მიიღო, რათა დაავადების შესაძლო გავრცელება თავიდან აიცილოს.

“შავი ჭირი” გამოწვეულია ბაქტერიით და შეიძლება სამი განსხვავებული ფორმით განვითარდეს. მისი გამომწვევია ბაქტერია Yersinia pestis-ი, რომელიც რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა ადამიანს. პნევმონიული ჭირი ფილტვებს აზიანებს.
ჩინელ პაციენტებს პნევმონიული ჭირი აღმოაჩნდათ. ის ვირუსული და გაცილებით სახიფათოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ძირითად აშემთხვევებში, ასეთი დაავადება ყოველთვის ფატალური შედეგით სრულდება.

შუა საუკუნეების განმავლობაში, ევროპაში “შავი ჭირი” გავრცელდა, რის გამოც დახლოებით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ ანტიბიოტიკები გამოიგონეს, რომლებსაც ინფექციების მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მისი ადრეულ ეტაპზე გამოვკენა და მკურნალობაა საჭირო.

“შავი ჭირისთვის” საშინელი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად