ჩინეთში “შავი ჭირი” აღმოაჩნდათ – დაავადება, რომელმაც ბოლო 2000 წელში 200 მილიონი ადამიანი შეიწირა

შავი ჭირი ევროპაში XIV საუკუნეში გავრცელდა და მან კონტინენტის მოსახლეობის 60% იმსხვერპლა, რაც შავ ჭირს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ საშინელ პანდემიად ნათლავს.

დღეს ბევრს ჰგონია, რომ შავი ჭირი მხოლოდ შუა საუკუნეებთან ასოცირდება, მანამ სანამ ექიმები საერთოდ მისი არსებობის, ან ბაქტერიის შესახებ შეიტყობდნენ.

მარამ ამ თვეში, ჩინეთში სამ ადამიანს სხვადასხვა სახეობის შავი ჭირის დიაგნოზი დაუსვეს. ასე რომ, შავი ჭირი სულაც არ ყოფილა წარსულს ჩაბარებული რამ, იგი დღეს, თანამედროვე სამყაროშიც გვხვდება.

კაცობრიობაზე, ბოლო 2 000 წლის განმავლობაში, შავმა ჭირმა სამჯერ მოიტანა იერიში, რასაც დაახლოებით 200 მილიონი სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველად ეს მეექვსე საუკუნეში მოხდა, ბიზანტიის იმპერიაში, როდესაც იმპერატორი იუსტინიანე პირველი იყო. მეორე მეთოთხმეტე საუკუნეში, ცენტრალურ ევროპაში, ხოლო მესამე – ჩინეთში, მეცხრამეტე საუკუნეში. ჩინეთიდან კი იგი აზიის სხვა რეგინებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა.

ათწლეულების წინ, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ შავი ჭირი 2 600 წლის წინ, სამხრეთ აზიაში გაჩნდა პირველად. მეორე შეტევის გაჩენას კი ჩინეთში ვარაუდობენ, საიდანაც იგი ევროპაში აბრეშუმის გზის გავლით წავიდა. მეცნიერები აგრეთვე ამბობდნენ, რომ აფრიკაშიც ჩინეთიდან შევიდოდა შავი ჭირი, ჩინელი მოგზაურის მიერ, რომელიც მსოფლიოს გარშემო მეთხუთმეტე საუკუნეში მოგზაურობდა.

თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს დნმ-ის მტკიცებულება, რომ შავი ჭირი შესაძლოა იმაზე ძველია, ვიდრე ჩვენ ვიცით და იმაზე ადრე იფეთქა, ვიდრე ეს ჩვენთვის ადრის ცნობილი, მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსებობს იმის საბუთი, რომ შავი ჭირი ევროპაში ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ არსებობდა.

დნმ-ის მტკიცებულების მიხედვით, რომელიც შუა საუკუნეების შავი ჭირის მსხვერპლების ძვლებიდან არის ამოღებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავმა ჭირმა პირველად ცენტრალურ აზიაში იფეთქა და შემდეგ ჩინეთისკენ გადაინაცვლა, შემდეგ კი ევროპისკენ სავაჭრო გზების მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად