ჩინეთში SFTS ვირუსის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში შვიდი ადამიანი დაიღუპა SFTS ვირუსის შედეგად, რომელიც პირველად აღმოაჩინეს 2011 წელს. ამის შესახებ Global Times იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 60 ადამიანი დაინფიცირდა ახალი ვირუსით. ვარაუდობენ, რომ ინფექცია ტკიპებით გადადის, მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთის დაინფიცირება სისხლითა და ლორწოვანი გზით.

ვირუსი პირველად აღმოაჩინეს ძიანსუს პროვინციაში, შემდეგ კი ანჰოის პროვინციის მაცხოვრებლები დაინფიცირდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად