ჩინეთში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა – 6 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, ჰენანის პროვინციაში, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას პორტალი China.org.cn-ი ადგილობრივი ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი 10 აპრილს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა.
განცხადების თანახმად, მატარებელი რელსებიდან გადავიდადა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. მატარებელში მყოფი ოთხი ადამიანი და ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაკარგულად მიიჩნევა.
ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად