ჩინეთში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კიტაიას აღმოსავლეთით, ქალაქ სუჩჟოუში 3-სართულიანი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

მაშველებმა 36-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ნანგრევებში ჩარჩენილი 23 ადამიანი იპოვეს. 6 ცოცხალი იყო. გადარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია. სამაშველო ოპერაციაში 600-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.

გამოძიების პირველადი დასკვნების მიხედვით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი მფლობელის მიერ სასტუმროს ძირითადი სტრუქტურის გადაკეთება გახდა, რა დროსაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

კომენტარები
იტვირთება...