ჩინეთში, სამართალდამცელებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში ანტი-სამთავრობო აქციის დაშლის დროს, პოლიციელებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის ეპიცენტრი სავაჭრო ცენტრი “New Town Plaza Mall”-ი იყო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 115 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილე ადამიანები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონს გადახედოს.
პოლიციის ცნობით, აქციაში 28 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ადგილობრივი დროით, 21.00 საათზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს, მაგრამ ისინი დამალვას სავაჭრო კომპლექსის შენობაში ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს იყენებდნენ.
საპასუხოდ, სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს.
რამდენიმე პოლიციელსა და აქციის მონაწილეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
თავდაპირველად, ჰონგ-კონში საპროტესტო აქციები 2019 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც მოქალაქეებმა ექსტრადიციის შესახებ კანონი გააპროტესტეს. მას შემდეგ, ჰონკონგში, ანტისამთავრობო დემონსტრაციები პერიოდულად ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...