ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

მინიმუმ ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ცენტრალურ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა.

აფეთქება მოხდა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 17:30 სააზე კომპანიის Lanhua Yujigui სახელოსნოში. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა ხუთი მსხვერპლისა და ოთხი დაკარგულის შესახებ. ”ღამით ჩატარებული სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შედეგად, დაკარგული პირების რაოდენობა გაიზარდა ხუთამდე, მათი ცხედრები ნაპოვნი იქნა”, – ნათქვამია განცხადებაში.

“4 აგვისტოს ადგილობრივი დროით 07:00 საათისთვის, ინციდენტის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი (მათგან ხუთი იყო დაკარგული, ერთი ადამიანი გარდაიცვალა საავადმყოფოში), ოთხი დაშავდა (ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო მცირედი დაზიანებები და სამედიცინო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოშია)”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ხელისუფლების განცხადებით, 100-ზე მეტი ადამიანი და 14 სახანძრო მანქანაა ჩართული სამძებრო და სამაშველო ოპერაციებში, შეიქმნა რვა სამუშაო ჯგუფი. როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის ქიმიურმა ქარხანამ მთლიანად შეაჩერა მუშაობა.

მიმდინარეობს გამოძიება, ხდება ინციდენტის მიზეზის დადგენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად