ჩინეთში, ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში მდებარე ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ასევე 19 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ხუთი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ივნისის ბოლოს, ჰენანის პროვინციაში ბიოტექნოლოგიურ საწარმო აფეთქება მოხდა. შედეგად, ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი კი საავადმყოფოში მიყვანამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად