ჩინეთში მშენებარე გვირაბის დატბორვას 13 მუშა ემსხვერპლა

სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში მშენებარე გვირაბის დატბორვის შედეგად 13 მუშა გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გვირაბი, რომელიც ქალაქ ჟუჰაიში ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია, თითქმის ერთი კვირის წინ დაიტბორა. შიგნით 14 მუშა იყო დაბლოკილი.

მაშველებმა სამშაბათს სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ოთხშაბათს – კიდევ ათი ადამიანს. ერთ მუშას ამ დრომდე ეძებენ.

კომენტარები
იტვირთება...