ჩინეთში, კოვიდ 19-ის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 20 იმპორტირებულია

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 20 იმპორტირებულია.

მაჩვენებელი წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 11-ით მეტია. ახალი შემთხვევებიდან 20 იმპორტირებულია, ორი კი შიდა გადაცემაა, რომლებიც შანხაისა და ტიანჯინში დაფიქსირდა.

ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის 86 464 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად