ჩინეთში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევები კლებულობს, ჩინეთს გარეთ კი – მატულობს

ყოველდღიურად განახლებადი ინტერაქტიული რუკის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტემპი ჩინეთში 0,51%-მდე ჩამოვიდა

ჰოპკინსის მეცნიერებათა და ინჟინერიის კვლევითი ცენტრის (CSSE) თანამშრომელთა მიერ შექმნილ ინტერაქტიული რუკაზე, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათისთვის დატანილი მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუს 2019-nCoV-ით ინფიცირებულთა რაოდენობა არის 80994, გუშინ დილასთან შედარებით 844-ით ანუ 1,05%-ით

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში დღის განმავლობაში გაიზარდა 403 კაცით ანუ 0,51%-ით. ზრდის ტემპი დღის განმავლობაში 0,15%-ით შემცირდა.

დღის განმავლობაში ჩინეთს გარეთ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 441კაცით ანუ 17,7%-ით, წინა დღეს ზრდის ტემპი 12,7%-ს შეადგენდა.

სამხრეთ კორეა – 1146
იტალია – 322
იაპონია – 170
ირანი – 95
სინგაპური – 91
ჰონგ-კონგი – 85
აშშ – 57
ტაილანდი – 37
ტაივანი – 31
ბაჰრეინი – 23
ავსტრალია – 22
მალაიზია – 22
გერმანია – 18
ვიეტნამი – 16
საფრანგეთი – 14
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 13
დიდი ბრიტანეთი – 13
კანადა – 11
კუვეიტი – 11
მაკაო – 10
ესპანეთი – 6
ფილიპინები – 3
ინდოეთი – 3
რუსეთი – 2
ავსტრია – 2
ომანი – 2
ავღანეთი, ალჟირი, ბელგია, ეგვიპტე, ერაყი, ისრაელი, კამბოჯა, ლიბანი, ნეპალი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია,
შრი ლანკა, ხორვატია – თითო-თითო, სულ – 14
იაპონიაში, იოკაჰამას პორტში, კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე “ბრილიანტის პრინცესა” – 691

სულ ჩინეთს გარეთ – 2930

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გუშინ დილისთვის ჩინეთის ფარგლებს გარეთ გარდაცვალების 36 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დღეს დილისთვის რაოდენობა 9 კაცით არის გაზრდილი

ირანი – 16
კორეა – 10
იტალია – 10
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 3
ჰონგ-კონგი – 2
ფილიპინები, საფრანგეთი, ტაივანი, იაპონია – 1

შეგახსენებთ, რომ ინტერაქტიულ რუკაზე მონაცემები დღის განმავლობაში რამდენჯერმე ახლდება და ამ დროისთვის მასზე დატანილი მონაცემებიდან ზოგიერთი შეიძლება განსხვავებული იყო ამ მასალაში მოყვანილისგან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად