ჩინეთში კორონავირუსისგან დასაცავად უსაფრთხოების ზომები მილიარდზე მეტ ადამიანს შეეხება

ჩინეთის ხელისუფლება ახალი კოროვირუსისგან მოსახლეობის დასაცავად სპეციალურ ზომებს მიმართავს, რაც დაახლოებით მილიარდ ადამიანზე იმოქმედებს.

უკვე 22 პროვინციასა და მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით საფრთხის უმაღლესი ზომაა გამოცხადებული. ეს მოიცავს იმ ტერიტორიას, სადაც 1.1 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.

ჩინეთში ახალი ტიპის კოროვირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევების რიცხვმა 1287 ადამიანს მიაღწია. დღე-ღამეში ამ დაავადების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 444-ით გაიზარდა.

ამ ტიპის პნევმონიის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 41 ადამიანს მიაღწია, მათგან 39 ჰუბეის პროვინციაშია.

კორონავირუსის მთავარი წყარო ჰუბეის პროვინციაა. შაბათს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე, პროვინციაში პაციენტთა რიცხვი 729-მდე გაიზარდა. დაავადების ეპიცენტრი ქალაქი უხანია, სადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

ამჟამად, 658 პაციენტი მკურნალობის კურსს პროვინციის საავადმყოფოში გადის, მათგან 100 მძიმე მდგომარეობაშია, 57 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

ხელისუფლების განცხადებით, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს.

დეკემბერში, ქალაქ უხანში პნევმონიის განვითარება დაფიქსირდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაავადების მიზეზი აქამდე უცნობი ტიპის კოროვირუსი იყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად