ჩინეთში, ის პირები, ვინც ახალი კორონავირუსით ინფიცირების ნიშნებს დამალავენ, შესაძლოა სიკვდილით დაისაჯონ

ჩინეთში, იმ პირების მიმართ, ვინც დააფისირებს, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ და დამალავენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ამის შესახებ პეკინის მეორე სახალხოს სასამართლოს მოსამართლე აცხადებს.

მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმიანი, რომელიც ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელებას, შესაძლოა დაადანაშაულონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში.

როგორც ადგილობრივი გაზეთი იუწყება, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფექციური დაავადების შეგნებულად გავრცელებისთვის შესაძლოა მოგესაჯოს უვადო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა. სტატიაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ დასჯის უმაღლესი ფორმა შესაძლოა განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნას გამოყენებული.

როგორც სასამართლოში განმარტავენ, სისხლის სამართლის პასუხისგება ემუქრებათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც არ აცნობეს ხელისუფლებას, ან ექიმებს, რომ მათ ახალი კორონავირუსის შესაბამისი სიმპტომები აქვთ, იმყოფებოდნენ უხანში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ან ახლო შეხება ჰქონდათ იმ ადამიანებთან, რომლებსაც მოგვიანებით აღნიშნული ვირუსი დაუდგინდათ.

სასჯელი აგრეთვე შეეხება ინფიცირებულებს, რომლებიც მაინც გავიდნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას და თავი არ დაიცვეს ეფექტიანად.

თუკი პაციენტი, რომელსაც დაუდგინდა ახალი კორონავირუსი და უარს ამბობს კარანტინზე, ან მკურნალობაზე, იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად