ჩინეთში, გასული 24 საათის განმავლობაში პირველად, COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, პირველად იანვრიდან მოყოლებული, კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა და არცერთი ლეტალური შემთხვევა გამოვლენილა. ამის შესახებ ჩინეთის ჰიგიენის და ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის სამედიცინო დაწესებულებებში დღემდე მკურნალობს 79 ინფიცირებული პაციენტი (სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა ბოლო ერთი დღის განმავლობაში), ცხრა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. უცხოეთიდან ჩამსული ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1,711 შეადგინა, აქედან 1,670 გამოჯანმრთელდა. სხვა ქვეყნებიდან ჩასულ ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოა, რადგან საზღვარი უცხოელებისთვის თითქმის მთლიანად დაკეტილია, თუმცა, ხორციელდება რამდენიმე საერთაშორისო ფრენა, რომლითაც სარგებლობაც ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

სტატისტიკის თანახმად, ჩინეთში ინფიცირებულთა 94.3% განიკურნა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ქვეყანასი 82.9 ათასს გადააჭარბა. 15 აპრილიდან მოყოლებული კი, ქვეყანას ოფიციალურად არ ჰქონია ლეტალური შემთხვევა (გარდა სტატისტიკის კორექტირების შედეგად დამატებული შემთხვევებისა).

კონტინენტურ ჩინეთში არ არსებობს რეგიონი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი გილინის პროვინციას უჭირავს, 24 ადამიანი იქ მკურნალობს. 31 ადმინისტრაციულ ერთეულიდან 19-ში ინფიცირებულები საერთოდ არ არიან, დანარჩენებში – ერთში არის დაახლოებით 20-მდე პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად